PV-1000
| PV-1000 | |
|---|---|
|
| |
|
| |
| შემქმნელი | Casio |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მესამე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
იაპ ოქტომბერი, 1983[1] |
| თავდაპირველი ფასი | ¥14,800 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| პროცესორი | Z80A 3.579 მჰც ტაქტური სიხშირით |
| მეხსიერება | 2 კბ RAM |
| მონიტორი | 256X192 გაფართოება, 8 ფერი |
| შეტანა | ჯოისტიკი |
| შემდეგი | Casio Loopy |
PV-1000 — კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Casio-ს მიერ. გამოვიდა 1982 წლის ოქტომბერს იაპონიაში. PV-1000 აღჭურვილი იყო 8 ბიტიანი Z80A-ის ცენტრალური პროცესორით 3.579 მჰც ტაქტური სიხშირით,[2][3] (რომელიც ასევე გამოყენებული იყო SG-1000-სა ColecoVision-ში), 2 კბ ოპერატიული მეხსიერება და ეკრანის გაფართოება 256x192-ზე.[3][2]
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 14,800 იაპონური იენას.[2][3]. მისი თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ 15 თამაში, მათ შორის: Pooyan, Super Cobra, Amidar, Dig-Dug, Warp & Warp და სხვა.
PV-1000 კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც სათამაშო ბაზარზე დომინირებდა ორი გიგანტი, Nintendo და Sega. ასეე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კონსოლის თამაშების წარმოება შეწყდა.[2]. PV-1000-ის კრახის მიუხედავად, Casio-მ კიდევ ერთხელ სცადა სათამაშო ბაზარზე ფეხის მოკიდება და 1995 წელს გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი Casio Loopy,[4]. თუმცა წინამორბედის მსგავსად, გაყიდვების მხრივ კრახი განიცადა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- PV-1000 საიტზე Video Game Console Library
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ PV-1000-ის დეტალები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-30. ციტირების თარიღი: 2009-12-19.
- 1 2 3 4 ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე videogameconsolelibrary.com
- 1 2 3 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2016-05-06 საიტზე Wayback Machine. საიტზე Old-Computers.com
- ↑ Casio Loopy საიტზე videogameconsolelibrary.com
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||