შინაარსზე გადასვლა

NGC 56

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალაქტიკა
NGC 56
ინგლ. NGC 56

NGC 56-ის ლოკაცია თევზების თანავარსკვლავედში
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი თევზების თანავარსკვლავედი
პირდაპირი აღვლენა (α) 00სთ 15წთ 20.6551წმ [1]
დახრილობა (δ) 12° 26′ 40.295″[1]
აღმოჩენის ისტორია
აღმომჩენ(ებ)ი ჯონ ჰერშელი
აღმოჩენის წელი 1825
NGC 56 ვარსკვლავიერ ცაზე
NGC 56 ვიკისაწყობში

NGC 56 — არარსებული ასტრონომიული ობიექტი, რომლის კოორდინატებიც 1825 წელს ჯონ ჰერშელმა ახალ საერთო კატალოგში დაიტანა.

ეს ობიექტი ჯონ ჰერშელმა თავისი დაკვირვებების ადრეულ ეტაპზე, 1825 წელს, „მე-14 გადასინჯვის“ ფარგლებში დააფიქსირა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „აქა-იქ, საკმაოდ ვრცელ სივრცეში, თითქოს ნისლეულისებრი წარმონაქმნი შეინიშნება“. ასტრონომთა ვარაუდით, შესაძლოა, ჰერშელს NGC 56-ის მდებარეობიდან ჩრდილოეთით, ორი გრადუსის დაშორებით მდებარე კაშკაშა ვარსკვლავის ანარეკლი ეხილა. იმავე დაკვირვების სესიისას ჰერშელის მიერ დაფიქსირებული სხვა ობიექტები — მათ შორის M15 — სწორად იყო ლოკალიზებული. შესაბამისად, ეს შეცდომა არ შეიძლება აიხსნას კვლევის პროცესში ობიექტთა მდებარეობის განსაზღვრისას დაშვებული რაიმე ზოგადი ხარვეზით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 NASA/IPAC Extragalactic Database. Results for NGC 0056. ციტირების თარიღი: 2010-05-03
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NGC_56&oldid=5579604“-დან