შინაარსზე გადასვლა

NGC 8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპტიკურად ორმაგი ვარსკვლავი
NGC 8
ინგლ. NGC 8

NGC 8 პეგასის თანავარსკვლავედში
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000.0)
თანავარსკვლავედი პეგასის თანავარსკვლავედი
აღმომჩენი ოტო სტრუვე
აღმოჩენის თარიღი 1865
ZTF J000845.21+235018.5
პირდაპირი აღვლენა (α) 00სთ 08წთ 45.21221წმ [1]
დახრილობა (δ) +23° 50′ 18.496669″[1]
წითელი წანაცვლება -0.000598[1]
მანძილი ~215 ათ. სინ. წელი
სპექტრული ტიპი III E[1]
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) 15.2[2]
SDSS J000845.63+235018.6
პირდაპირი აღვლენა (α) 00სთ 08წთ 45.64144წმ [3]
დახრილობა (δ) +23° 50′ 18.674743″[3]
წითელი წანაცვლება -0.000173[3]
მანძილი ~10 ათ. სინ. წელი
სპექტრული ტიპი F9 E[3]
ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე (m) 16.5[2]
სხვა აღნიშვნები
M40, WNC 4, BD+56 1372, CCDM 12223+5805, WDS J12222+5805
NGC 8 ვარსკვლავიერ ცაზე
NGC 8 ვიკისაწყობში

NGC 8 (ასევე ცნობილი, როგოც PGC 648, Holm 3B) — ოპტიკურად ორმაგი ვარსკვლავი პეგასის თანავარსკვლავედში. ეს ვარსკვლავებია: აღმოსავლეთით მდებარე ZTF J000845.21+235018.5[1] და SDSS J000845.63+235018.6[3].

NGC 8 შედგება ორი ვარსკვლავისგან, რომელთა ხილული ვარსკვლავიერი სიდიდეები, შესაბამისად, 15.2 და 16.5-ია.[2] ამ სისტემის დაკვირვება შესაძლებელია ტელესკოპით პეგასის თანავარსკვლავედის დასავლეთ ნაწილში, ანდრომედეს თანავარსკვლავედთან საზღვრის სიახლოვეს. 2.7′-ის დაშორებით მდებარეობს გალაქტიკა NGC 9, რომელიც ვარსკვლავებთან შედარებით გაცილებით უფრო შორს არის განლაგებული.[4] ეს ვარსკვლავები რუსმა ასტრონომმა ოტო სტრუვემ აღმოაჩინა 1865 წლის 29 სექტემბერს, როდესაც ის კომეტა 3D/ბიელას (რომელიც მანამდე დაიშალა) პოვნას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.[5] აღმოჩენისთვის მან პულკოვოს ობსერვატორიის 15-დუიმიანი რეფრაქტორი გამოიყენა.[6] ზოგიერთ კატალოგში ორმაგი ვარსკვლავი NGC 8 შეცდომით გალაქტიკადაა მიჩნეული. მაგალითად, ბ. ა. ვორონცოვ-ველიამინოვის „გალაქტიკების მორფოლოგიურ კატალოგში“ (MCG) ეს ობიექტი შეტანილია როგორც გალაქტიკა MCG +04-01-030.[6] 2016 წლის მონაცემებით, მონაცემთა ბაზა HyperLEDA-ც ამ ობიექტს გალაქტიკად მიიჩნევდა, თუმცა 2019 წლისთვის ის უკვე ორმაგი ვარსკვლავის კატეგორიაში გადაიყვანეს.[7]

ეს ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ფიზიკურად არ არის დაკავშირებული. ისინი მხოლოდ ცის სფეროზე პროექციისას ჩანან ერთმანეთის ახლოს, სინამდვილეში კი მათ შორის უზარმაზარი მანძილია. ამ ოპტიკური წყვილის უფრო კაშკაშა, ნარინჯისფერი ვარსკვლავი K6I სპექტრული კლასის სუპერგიგანტია. ის მზიდან, სულ მცირე, 215 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს — ანუ ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს გარეთ. უფრო მკრთალი ვარსკვლავი, რომელიც კონტრასტის გამო თეთრად ჩანს, G4 სპექტრული კლასის ყვითელი გიგანტია და მზიდან დაახლოებით 10 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 ZTF J000845.21+235018.5 -- Star.
  2. 1 2 3 New General Catalog Objects: NGC 1 - 49. Cseligman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2019-05-28
  3. 1 2 3 4 5 SDSS J000845.63+235018.6 -- Star.
  4. ↑ NASA/IPAC Extragalactic Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2010-05-09
  5. ↑ Entdeckung einiger schwacher Nebelflecke. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-27.
  6. 1 2 Gottlieb S.. NGC Notes: NGC 1 thru NGC 999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-11. ციტირების თარიღი: 2019-10-17
  7. ↑ HyperLeda: NGC 8.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NGC_8&oldid=5564051“-დან